ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგმა ნინო ბუაჩიძემ სამოდელო გაკვეთილი წარმოადგინა; მას ესწრებოდნენ წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი მანანა ჩუხრუკიძე, დირექტორის მოადგილე ელენე ხაჩიძე და მასწავლებლები. გაკვეთილის თემა გახლდათ გოდერძი ჩოხელის "ცასწავალა". პატარები, განმავითარებელი შეფასებებით წახალისებულნი, აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ენერგიულად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.