Tuesday, June 14, 2016

მე-4 კლასის გამოსაშვები საღამო

გორის წმინდა გიორგის სახელბის სკოლა-ლიცეუმის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები საღმო მწერალ ჯემალ ინჯიას მიუძღვნეს, რომელსაც წელს 80 წელი უსრულდება. პატარებმა წარმოადგინეს სპექტაკლი  წელიწადის თორმეტი თვე, წაიკითხეს ბატონი ჯემალის ლექსები. საღამო გაიმართა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში.





Thursday, February 25, 2016

ღია გაკვეთილი

ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგმა ნინო ბუაჩიძემ სამოდელო გაკვეთილი წარმოადგინა; მას ესწრებოდნენ წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი მანანა ჩუხრუკიძე, დირექტორის მოადგილე ელენე ხაჩიძე და მასწავლებლები. გაკვეთილის თემა გახლდათ გოდერძი  ჩოხელის "ცასწავალა". პატარები,  განმავითარებელი შეფასებებით წახალისებულნი, აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ენერგიულად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.